ჩვენ შესახებ

„სუპერი“ ფიზიკური და ონლაინ მაღაზიების სივრცეა, სადაც გამორჩეული საყოფაცხოვრებო პროდუქცია და ბავშვის უსაფრთხო განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოები ერთიანდება.

ჩვენთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას. გვჯერა, რომ ამ გამოცდილების საფუძველი პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული გუნდია, რომლის თითოეული წევრი საერთო წარმატებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ხარისხი, განვითარება და ადამიანებზე ზრუნვა საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.

შემოგვიერთდი „სუპერის“ გუნდში. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს და გადადგი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისთვის.